Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 25/29 - 01

01.12.2021

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:

1.1. დავით ფაცაცია - „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკას) როლი საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში და ზეგავლენა ბიზნესის განვითარებაზე“

      მეცნიერ-ხელმძღვანელი:   პროფესორი თეიმურაზ შენგელია

1.2. ნინო გორგაძე  - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროექტების მართვაში-გამოწვევები და პერსპექტივები“

      მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი

1.3. ირმა ტყემალაძე - "დასაქმების ფორმების ტრანსფორმაცია საქართველოში"

      მეცნიერ-ხელმძღვანელები:   ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია

                                                         ასოცირებული პროფესორი მურმან ცარციძე

1.4. თამარ  ბარბაქაძე  ,,საგადასახადო კულტურა - ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი“

                მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიური დოქტორი, მოწვეული პროფესორი იოსებ არჩვაძე

1.5. ანდრო მეტრეველი - ,, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების წინააღმდეგობები“

                მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მაია გოგოხია

მელანო  აბაშიძე  - ,,საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენების მექანიზმები“

                 მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   მიხეილ ჩიკვილაძე

თამარ ღუღუნიშვილი - ,,საჯარო ფინანსების რაციონალური გამოყენების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“

                  მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   მიხეილ ჩიკვილაძე

სოლომონ ადეიშვილი  - ,,ინვესტიციების მართვის მექანიზმი საქართველოში: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ 

                 მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი      პროფესორი       გიორგი ღაღანიძე